Accentnews.ge
ბოლო 24 საათში Covid-19-ით სომხეთში თითქმის 4–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში

ბოლო 24 საათში Covid-19-ით სომხეთში თითქმის 4–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში

05/06/2020 07:01:30 მსოფლიო

ბოლო 24 საათში Covid-19-ით სომხეთში თითქმის 4–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში. დღე–ღამის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსი 596 ადამიანს დაუდგინდა, იტალიაში კი – 177 პირს.

ამასთან, ბოლო 24 საათში სომხეთში დაავადებით 7 ადამიანი გარდაიცვალა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-მა 183 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 11 817 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 513 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 393 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 700 000–ს გადააჭარბა, 3 253 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 805-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 650 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S