საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 600 000–ს გადააჭარბა
05/06/2020 06:53:15 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 600 000–ს გადააჭარბა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია.
- თურქეთი: 167 410 ინფიცირებული, 4 630 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 6 522 ინფიცირებული, 78 გარდაცვლილი
- სომხეთი: 11 817 ინფიცირებული, 183 გარდაცვლილი
- რუსეთი: 441 108 ინფიცირებული, 5 384 გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 393 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 700 000–ს გადააჭარბა, 3 253 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 805-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 650 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.


