უკრაინაში „კანონიერი ქურდობა“ დასჯადი გახდა
05/06/2020 06:40:36 მსოფლიო
უკრაინის რადამ ე.წ. კანონიერი ქურდების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ კანონი მიიღო.
საპრეზიდენტო კანონი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს „კანონიერი ქურდის“ სტატუსის მიღებისთვის, ასევე კრიმინალური საზოგადოების შექმნისა და მისი ხელმძღვანელობისთვის.
კანონის თანახმად, პირს, რომელსაც „კანონიერი ქურდის“ სტატუსი აქვს, დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის, ხელმძღვანელობის ან მონაწილეობისთვის, 12-დან 15 წლამდე პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრება.


