
შსს თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
14/06/2019 13:01:52 სხვა, სამართალი
თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაშავებულიც საქართველოს მოქალაქეები არიან.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.
სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში.
ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.