Accentnews.ge
ბრაზილიამ Covid-19-ით დაღუპულთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო

ბრაზილიამ Covid-19-ით დაღუპულთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო

05/06/2020 05:17:39 მსოფლიო

ბრაზილიამ Covid-19-ით დაღუპულთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო. ბოლო 24 საათში, კოროავირუსისგან 1 473 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცამებით, ბრაზილიაში Covid-19-ით 34 021 ადამიანი დაიღუპა, იტალიაში კი – 33 689.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 393 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 700 000–ს გადააჭარბა, 3 253 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 801-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 644 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S