„ფეისბუქი“ რუსეთის, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მონიშნვას იწყებს
05/06/2020 05:12:36 მსოფლიო
სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ რუსეთის, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მონიშნვას იწყებს, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ფეისბუქის" ცნობით, მოგვიანებით კომპანია დაბლოკავს ამ მედიასაშუალებების რეკლამებს, რომლებიც აშშ-ის მომხმარებლებზეა გათვლილი.
პირველ ეტაპზე 200-მდე მედიაორგანიზაცია, მათ შორის რუსეთის "Sputnik", ირანის "Press TV" და ჩინეთის "Xinhua News" მოინიშნება.
„ფეისბუქის" განცხადებით, ამერიკული მედიაორგანიზაციების მონიშნვა არ მოხდება.
„ამერიკული მედიაორგანიზაციების მონიშნვა არ მოხდება, ვინაიდან აშშ-ში დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა სამთავრობო მედიასაშუალებებსაც კი აქვთ", - განაცხადა "ფეისბუკის" კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა ნათანიელ გლიჩერმა.


