Accentnews.ge
"თიბისის" ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა

"თიბისის" ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა

04/06/2020 14:46:05 ეკონომიკა, რეკლამა

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად "თიბისის" ინტერნეტ და მობაილბანკში, სამომხმარებლო სესხის მიღება ახლა კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.

"თიბისის" ინფორმაციით,სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურველ თანხაზე მოთხოვნა ციფრული არხების საშუალებით, დისტანციურად უნდა დააფიქსირონ. ამისათვის კი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში მხოლოდ მარტივი განაცხადის შევსებაა საჭირო.

„განაცხადის შევსებიდან ერთ სამუშაო დღეში თიბისის გუნდი მომხმარებელს დაუკავშირდება. ინტერნეტ და მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი უკვე დაემატა. გამარტივებული პროცედურით სარგებლობა იმ მომხმარებლებს შეუძლიათ, რომლებსაც სესხის ლიმიტი სრულად არ აქვთ ათვისებული და სურთ დამატებითი თანხის მიღება. თიბისის ციფრული არხებით შესაძლებელია 500-დან 60,000 ლარამდე თანხის მიღება, 6 თვიდან 48 თვემდე დაფარვის ვადით,”-ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S