Accentnews.ge
6–7 ივნისს აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ

6–7 ივნისს აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ

04/06/2020 14:21:33 მსოფლიო

6–7 ივნისს აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობას სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. მთავრობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ბოლო პერიოდში ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის მატებას ასახელებს.

მთავრობის განკარგულების თანახმად, ხსენებულ პერიოდში დიდ ქალაქებში, მათ შორის ბაქოში მცხოვრებ მოქალაქეებს სახლის დატოვების უფლებას პოლიცია იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ისინი საავადმყოფოში ან ნათესავის დაკრძალვის ცერემონიაზე წასვლას აპირებენ.

6–7 ივნისს ქვეყნის მასშტაბით ყველა მაღაზია დაიხურება, შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში ახალმა კორონავირუსმა 76 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 6260 შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S