ისრაელის პარლამენტმა მუშაობა დროებით შეაჩერა
04/06/2020 13:38:38 მსოფლიო
ისრაელის პარლამენტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. აღნიშნულის მიზეზი ერთ-ერთ დეპუტატის ახალი კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.
პარლამენტმა რიგი თანამშრომლები დროებით დაითხოვა, ხოლო საკომიტეტო შეხვედრები გადადო.
„მოვუწოდებ ყველას, ვისაც ჩემს სიახლოვეს ყოფნა მოუწია, ტესტი ჩაიტარონ,“- წერს დაინფიცირებული დეპუტატი სემი აბუ შაჰადე „ტვიტერში" პირად გვერდზე.
ცნობისათვის: ისრაელში კორონავირუსის 17 342 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 290 ადამიანი, დაავადებისგან 14 955 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ინფიცირების დღიური მაჩვენებლის კლების შემდეგ ისრაელმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.
მსოფლიოში COVID-19–მა 388 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 570 000–ს გადააჭარბა, 3 172 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 801-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 644 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.


