Accentnews.ge
ეკონომისტები რუსეთში რუბლის ვარდნასა და უმუშევრობის კიდევ 8%-ით ზრდას პროგნოზირებენ

ეკონომისტები რუსეთში რუბლის ვარდნასა და უმუშევრობის კიდევ 8%-ით ზრდას პროგნოზირებენ

04/06/2020 13:19:28 მსოფლიო

წლის ბოლოსთვის რუსეთის ვალუტა დოლართან მიმართებაში 90 რუბლამდე დასუსტდება, ნათქვამია მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის საბაზისო ანალიზში. ამ სცენარით კორონავირუსის პანდემია ქვეყანაში წლის მესამე კვარტლამდე გაგრძელდება.

სულ ცენტრის ექსპერტებმა უახლოესი წლებისთვის რუსეთის ეკონომიკის განვითარების სამი სცენარი შეადგინეს.

  • საბაზისო სცენარი: ოქტომბერ-ნოემბერში კორონავირუსით გამოწვეული განმეორებითი კარანტინი დაწესდება. უმუშევრობა, სულ მცირე, კიდევ 8%-ით გაიზრდება 2021 წელს და კიდევ 7%-ით 2022–2023 წლებში. რეალური ხელფასები წელს 4,5–4,8%-ით შემცირდება და ზრდას მხოლოდ 2023 წელს დაუბრინდება, ისიც – მხოლოდ 2,2–2,5%-ით. დოლარის კურსი 2022 წლამდე 90 რუბლის ნიშნულის სიახლოვეს იმერყევებს.
  • პესიმისტური სცენარი: კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების მეორე ტალღა 2020 წლის ბოლოდან 2021 წლის მარტის ჩათვლით იმოქმედებს. სახეზე იქნება მსოფლიო ეკონომიკის მდგრადი კრიზისი ნავთობისა და გაზის სტაბილურად დაბალი ფასებით. ასეთ შემთხვევაში უმუშევრობა რუსეთში წელს კატასტროფულად – 10,5–10,7%-ით გაიზრდება, 2023 წლის ბოლოსთვის კი 9,0–9,5%-იან ნიშნულზე დასტაბილურდება. დოლარის კურსი დაახლოებით 100 რუბლს გაუტოლდება.
  • ოპტიმისტური სცენარი: თვითიზოლაციის რეჟიმი რუსეთში ივნისის შუა რიცხვებისთვის დასრულდება. კარანტინის მეორე ტალღა საჭირო არ გახდება. ნავთობის ფასები სწრაფად დასტაბილურდება, მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურული კრიზისი არ მოხდება. ასეთ შემთხვევაში უმუშევრობის მაქსიმალური დონე 5,3–5,6% იქნება, რეალური ხელფასები კი 0,5–0,7%-იან ზრდას უკვე 2021 წელს დაიწყებს. დოლარის კურსი 2020 წლის ბოლომდე დაახლოებით 85 რუბლის მიდამოებში იმერყევებს, ხოლო შემდეგ 80 რუბლამდე ჩამოქვეითდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S