Accentnews.ge
YouTube-მა რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების სააგიტაციო ჰომოფობიური ვიდეორგოლი დაბლოკა

YouTube-მა რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების სააგიტაციო ჰომოფობიური ვიდეორგოლი დაბლოკა

04/06/2020 12:34:30 მსოფლიო

YouTube-მა დაბლოკა რუსეთის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების სააგიტაციო ვიდეორგოლი, რომელშიც ბიჭს ბავშვთა სახლიდან ჰომოსექსუალთა წყვილი იშვილებს. ეს ვიდეო ინტერნეტ-სერვისის წესებს არღვევს, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციულ გამონათქვამებს შეიცავს, - განმარტა YouTube-ის ადმინისტრაციამ.

ხსენებული ვიდეორგოლი “ახალი ამბების ფედერალური სააგენტოს” (РИА ФАН) და მედიაჯგუფ "Патриот"-ის (“პატრიოტი”) მიერ შეიქმნა, რომლებსაც “პუტინის მზარეულის” მეტსახელით ცნობილი ბიზნესმენის – ევგენი პრიგოჟინის სახელს უკავშირებენ.

სიუჟეტის მიხედვით, რუსეთში ვერ მიიღეს ცვლილებები კონსტიტუციის იმ მუხლში, რომელიც ქორწინებას ქალისა და მამაკაცის ერთობად განსაზღვრავს, და გეებს ბავშვის აყვანის უფლება მიეცათ. გეების წყვილი 2035 წელს რუსეთში ბიჭს იშვილებს. ერთ-ერთი მამაკაცი ბავშვს ხელს ჩაჰკიდებს, ქუჩაში გაჰყავს და ბიჭის კითხვაზე, “სადაა დედაჩემი?” მეორე მამაკაცზე მიუთითებს, რომელიც ავტომანქანასთან ელოდებათ. შემდეგ წყვილს ბავშვი მაღაზიაში მიჰყავს და კაბის მოზომვას სთავაზობს. ვიდეორგოლის ბოლოს კი ეკრანზე ჩნდება სლოგანი, “ასეთ რუსეთს აირჩევ? გადაწყვიტე ქვეყნის მომავალი – ხმა მიეცი საკონსტიტუციო ცვლილებებს".

გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ვიდეორგოლმა ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოიპოვა და ჰომოფობიასთან დაკავშირებული ბრალდებები გამოიწვია.

ლგბტ-ჯგუფის აქტივისტებმა საგამოძიებო კომიტეტსა და პროკურატურას ვიდეორგოლის შემქმნელების მიმართ შემოწმების მოთხოვნით მიმართეს, როსკომნადზორს კი ვიდეოს ბლოკირება სთოვეს.

  • მსახიობი ალექსანდრე ფილიმონენკო, რომელმაც რგოლში ერთ-ერთი გეის როლი შეასრულა, ირწმუნება, რომ არ იცოდა, რა კონტექსტში იქნებოდა გამოყენებული მისი შრომა. გამოცემა Coda-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S