Accentnews.ge
ზელენსკი შესაძლოა, კარანტინის დარღვევის გამო დააჯარიმონ

ზელენსკი შესაძლოა, კარანტინის დარღვევის გამო დააჯარიმონ

04/06/2020 12:00:24 მსოფლიო

უკრაინულმა პოლიციამ შესაძლოა, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული წესების დარღვევისთვის დააჯარიმოს.

როგორც ქვეყნის შსს-ში განაცხადეს, მიზეზი ფოტოა, რომელიც პრეზიდენტის ოფისმა გამოაქვეყნა. მასზე გამოსახულია, როგორ მიირთმევს ზელენსკი მისი ოფისის თანამშრომლებთან ერთად ყავას ერთ-ერთ კაფეში ქალაქ ხმელნიცკში ვიზიტის დროს. ფოტოზე გამოსახული პირები აუცილებელ დისტანციას არ იცავენ და ამასთანავე, იმყოფებიან კაფეს შენობაში, მიუხედავად იმისა, რომ 5 ივნისამდე უკრაინის მთელს ტერიტორიაზე მსგავს დაწესებულებებს კლიენტების მომსახურება მხოლოდ გარეთ – ღია სივრცეში შეუძლიათ.

მსგავსი დარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 17 ათას გრივნას (დაახლოებით 600 დოლარს) შეადგენს.

თავად ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, ჯარიმა გადაიხადოს, თუმცა კაფეს შენობაში თანამშრომლებმა მიიწვიეს, რათა 5 ივნისის შემდეგ ახალი წესებით მუშაობისთვის მზადყოფნა ეჩვენებინათ. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შენობაში შესვლას დასთანხმდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ კაფე გასახსნელად მართლაც მზადაა.

"ნუ განიხილავთ ამას კარანტინის დარღვევად, შეხედეთ, როგორც ინსპექციას იმისა, როგორ იმუშავებს ეს კაფე ხვალინდელი დღიდან", – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 588 ახალი შემთხვევაა აღრიცხული, გარდაიცვალა 12 მოქალაქე.
  • სულ ეპიდემიის დაწყების დროიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 25 ათასამდე ინფიცირებულია გამოვლენილი, გარდაცვლილია 750 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S