Accentnews.ge
თურქეთი 10 ივნისიდან ფრენების ეტაპობრივ აღდგენას გეგმავს

თურქეთი 10 ივნისიდან ფრენების ეტაპობრივ აღდგენას გეგმავს

04/06/2020 11:20:12 მსოფლიო

თურქეთი ივნისში 40 ქვეყანასთან ფრენების ეტაპობრივად აღდგენას გეგმავს,– ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრ ადილ ყარაისმაილოღლუზე დაყრდნობით იუწყება.

მინისტრის თქმით, ამ მიზნით თურქეთი 92 ქვეყანასთან თანამშრომლობს, მათგან 15–თან ორმხრივი რეისების აღდგენაზე წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

10 ივნისიდან თურქეთი ფრენებს აღადგენს ბაჰრეინთან, ყატართან, ბულგარეთთან, საბერძნეთთან, ასევე არაღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსთან.

15 ივნისიდან რეისები განხორციელება აზერბაიჯანთან, გერმანიასთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, ხორვატიასთან, ლიეტუვასთან, უნგრეთთან, პოლონეთთან, რუმინეთთან, სლოვენიასთან, სერბეთთან , ჩრდილოეთ მაკედონიასთან, შვეიცარიასთან, ტაჯიკეთთან, ჰონგ კონგთან, იაპონიასთან, სინგაპურთან.

20 ივნისიდან დაემატება ნიდერლანდებისა და ყაზახეთის რეისები.

22 ივნისიდან ჩამონათვალს შეემატება ალბანეთი, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლუქსემბურგი, ნორვეგია, სლოვაკეთი, სამხრეთ კორეა და ყირგიზეთი.

25 ივნისიდან ფრენები აღდგება ბელგიასთან.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, მისი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროებთან საერთაშორისო რეისების აღდგენის საკითხში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფრენების შესრულებისას მოქალაქეების ჯანმრთელობას პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S