Accentnews.ge
ტრამპი: "პუტინის "დიდი ოცეულის" სამიტზე მიწვევა გონივრულია"

ტრამპი: "პუტინის "დიდი ოცეულის" სამიტზე მიწვევა გონივრულია"

04/06/2020 10:59:48 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "დიდი ოცეულის" სამიტზე რუსეთის ლიდერ ვალდიმირ პუტინის მიწვევა "გონივრული" ნაბიჯი იქნება.

"შეხვედრის ნახევარი ეძღვნება რუსეთს. ჩემი აზრით, თუ პუტინი ამ შეხვედრას დაესწრება, უფრო ადვილად გადავწყვეტთ რიგ საკითხებს. პრობლემა ისაა, რომ ბევრი თემა, რაზედაც ვმსჯელობთ, პუტინს ეხება. ჩვენ უბრალოდ ვსხედვართ და დროს ვკარგავთ, რადგან ეს შეხვედრა მთავრდება, მერე ვინმემ უნდა დაურეკოს პუტინს ან უნდა მოურიგდეს მას სხვა თემებზე. მე კი ვამბობ, რომ დაგვესწროს“,– განაცხადა ტრამპმა.

ცოტა ხნის წინ ბრიტანეთმა და კანადამ განაცხადეს, რომ „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნებას მხარს არ დაუჭერენ. ლონდონში მიიჩნევენ, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტს, როგორც მომავალი სამიტის მასპინძელს, სურს რომელიმე ქვეყნის ლიდერის სტუმრის სტატუსით მიწვევა, ეს მისი გადასაწყვეტია. ხოლო კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ "რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევას განაგრძობს, რის გამოც მოსკოვი გაერთიანების მიღმა უნდა დარჩეს".

"დიდი შვიდეულის" ლიდერთა სამიტი აშშ-ში ივნისში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო იგი სექტემბრამდე გადაიდო.

"დიდი შვიდეულის" ქვეყნებია: აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, კანადა და იაპონია. 2014 წლამდე გაერთიანებაში რუსეთიც იყო. თუმცა ყირიმის ანექსიის შემდეგ იგი "დიდი შვიდეულიდან" გარიცხეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S