ლუკაშენკომ ახალი პრემიერი დანიშნა
04/06/2020 09:15:40 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ახალ პრემიერ-მინისტრად რომან გოლოვჩენკო დანიშნა, რომელიც მანამდე სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, - იუწყება სააგენტო “ბელტა”.
ლუკაშენკოს განცხადებით, ყოფილმა პრემიერმა სერგეი რუმასმა ბიზნესში წასვლა გადაწყვიტა.
«დიდი პრეტენზიები მე მასთან არ მქონია, მაგრამ ადამიანს უნდა, ბიზნესით დაკავდეს», - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ კი დიმიტრი კრუტოი დაინიშნა, რომელსაც მანამდე პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა.


