მეუფე შიო –გარეჯზე: „იმედი გვაქვს, ჩვენი ძმობა შენარჩუნდება და სიმართლეც დადგინდება“
04/06/2020 10:00:00 საზოგადოება
დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსში გარეჯობა აღინიშნება. დღეს 13 ასურელი მამათაგან ერთ-ერთის, მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეა.
სამონასტრო კომპლექსში პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო იმყოფებოდა, რომელმაც მამა დავით გარეჯელის მიერ დაარსებულ ლავრაში პარაკლისი გადაიხადა და შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.
„მუშაობს ორმხრივი, ახალი კომისია. იმედი გვაქვს, რომ ეს კომისია უფრო პრინციპული იქნება, ვიდრე წინა და იმედი გავქვს, რომ დადგინდება სიმართლე... მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება”, - განუცხადა მეუფე შიომ ჟურნალისტებს.
იხილეთ ასევე: ბაქო თბილისს აფრთხილებს: “ნებისმერი პროვოკაცია სახელმწიფო საზღვარზე მკაცრად იქნება აღკვეთილი”


