Accentnews.ge
ბაქო თბილისს აფრთხილებს: “ნებისმიერი პროვოკაცია სახელმწიფო საზღვარზე მკაცრად იქნება აღკვეთილი”

ბაქო თბილისს აფრთხილებს: “ნებისმიერი პროვოკაცია სახელმწიფო საზღვარზე მკაცრად იქნება აღკვეთილი”

04/06/2020 09:35:50 პოლიტიკა

საქართველოში დღეს “გარეჯობა” აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით მორწმუნეები და სამოქალაქო აქტივისტები საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული სამონასტრო კომპლექსის მონახულებას გეგმავენ.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ “საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი სახელმწიფო ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალ ქეშიქჩიდაგის” [დავით-გარეჯის – რედ.] ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის დარღვევასა და პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავს”.

«ამასთან დაკავშირებით ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი პროვოკაცია სახელმწიფო საზღვარზე მკაცრად იქნება აღკვეთილი, მის ორგანიზატორებს კი შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ», – ნათქვამია აზერბაიჯანული უწყების განცხადებაში.

  • მანამდე ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში დაკითხეს. მოვიანებით ქაცარავამ დაადასტურა, რომ დაკითხვისას საუბარი იყო დავით-გარეჯზე, თუმცა დეტალების განსაჯაროება მას შესაბამისი ხელწერილით აეკრძალა.
  • 30 მაისს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოძიება დაიწყო რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე. როგორც უწყებაში განაცხადეს, ქვეყანაში მოქმედებენ პირთა ჯგუფები და ცალკეული მოქალაქეები, რომლებიც ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ქვემო ქართლსა და კახეთში კონფლიქტის გამოწვევას ცდილობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S