Accentnews.ge
ბოლო 24 საათში სომხეთში COVID–19–ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში სომხეთში COVID–19–ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

04/06/2020 07:22:29 მსოფლიო

ბოლო 24 საათში სომხეთში COVID–19–ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ოფიციალური ინფორმაციით, დღე– ღამის განმავლობაში დაავადებით 6 ადამიანი დაიღუპა და 697 დაინფიცირდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დაავადებამ 176 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 11 221 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 468 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 388 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 570 000–ს გადააჭარბა, 3 172 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 801-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 644 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S