16 ივნისიდან აშშ ჩინეთის ავიაკომპანიებს ამერიკაში ფრენებს უკრძალავს
04/06/2020 06:32:12 მსოფლიო
16 ივნისიდან აშშ ჩინეთის ავიაკომპანიებს ამერიკაში ფრენებს უკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების თქმით, საუბარია სამგზავრო თვითმფრინავების რეისებზე.
"აღნიშნული გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც პეკინმა არ დააკმაყოფილა United Airlines-ისა და Delta Air Lines-ის მოთხოვნა, მიმდინარე თვეში განეახლებინათ ფრენები ჩინეთში", – აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტროში.
ცნობისთვის: ამერიკულმა ავიაკომპანიებმა ჩინეთში ფრენები პანდემიის გამო მიმდინარე წლის იანვარში შეაჩერეს.
აშშ-ის ამ ავიაკომპანიებმა მიმდინარე წლის დამდეგს შეწყვიტეს ჩინეთში ფრენა კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, რომელიც ჩინეთიდან დაიწყო.


