ტრამპი განმარტავს, რატომ იმოფებოდა „ბუნკერში“
03/06/2020 16:17:04 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის „ბუნკერში“ არა საპროტესტო აქციების გამო, არამედ ინსპექტირების მიზნით იმყოფებოდა და იქ ძალიან ცოტა ხანი დაჰყო. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ფოქსნიუსის“ რადიოსთან ინტერვიუში გააკეთა.
„მე არ ვიყავი ქვემოთ. მე იქ ჩავედი დღის განმავლობაში, სანამ აქციები დაიწყებოდა და ძალიან ცოტა დრო დავყავი იქ. უფრო ინსპექტირების მიზნით“, – განცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის ირწმუნება, რომ „ბუნკერში“სულ ორჯერ ან სამჯერ არის ნამყოფი.
CNN–ის ცნობით, ტრამპი ოჯახთა ერთად თეთრ სახლთან გამართული აქციების დროს გარკვეული დროით „ბუნკერში“ ჩაიყვანეს.


