თურქეთში პოლიციამ ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის აქციაზე 29 ადამიანი დააკავა
03/06/2020 13:51:24 მსოფლიო
თურქეთში პოლიციამ ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის აქციაზე 29 ადამიანი დააკავა, – იუწყება AP.
სტამბოლში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ში დემონსტრაციების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და პოლიციის მხრიდან ძალადობა დაგმეს.
გამოცემის ცნობით, მიტინგი პოლიციამ დაშალა. როგორც თურქული სახელმწიფო სააგენტოები იუწყებიან, სტამბოლში შეკრებილი აქციის მონაწილეების წინაააღმდეგ ძალა მას შემდეგ გამოიყენს, რაც 50-მა აქტივისტმა პოლიციის მოწოდება არ შეასრულა და არ დაიშალა.
ცნობისთვის: შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენების გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი, ევროკავშირი და გაერო მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.
მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიების ფარგლებში, უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი. დემონსტრანტები ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელისთვის მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას ითხოვენ.


