Accentnews.ge
"შემოწმება გავიარე და სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ - მზად ვარ იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა"

"შემოწმება გავიარე და სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ - მზად ვარ იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა"

14/06/2019 10:42:40 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და სამხედრო აღიცხვაზე დადგა.

„გავიარე სამედიცინო კომისია. შესანიშნავი ჯანმრთელობა მაქვს, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ. ასე რომ, მზად ვარ იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმზე და აღნიშნა, რომ ისინი არც თუ ისე კარგ პირობებში მუშაობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S