Accentnews.ge
შვედეთში აღიარეს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად მცდარი სტრატეგია აირჩიეს

შვედეთში აღიარეს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად მცდარი სტრატეგია აირჩიეს

03/06/2020 11:29:28 მსოფლიო

შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღიარა, რომ პანდემიასთან მკაცრი შეზღუდვების დაწესების გარეშე ბრძოლა შეცდომა იყო, - იუწყება BBC

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ანდერს ტეგნელმა შვედური რადიოს ეთერში გააკეთა.

„ცხადია ჩვენი ქმედებების გაუმჯობესების პოტენციალი გვაქვს. თუ ამ დაავადებას კვლავ შევხვდებით იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ვიცით, ვფიქრობ, შევჯერდებოდით შუალედურ მიდგომაზე მსოფლიოს პასუხსა და იმას შორის, რაც შვედეთმა გააკეთა“, - განაცხადა ტეგნელმა.

მას არ დაუკონკრეტებია, რას შეცვლიდა ქვეყანა ამ შემთხვევაში.

შვედეთში კორონავირუსის პანდემიის ფონზე მკაცრი შეზღუდვები არ დაწესებულა. შედეგად, ქვეყანაში 4 468 ადამიანი გარდაიცვალა, მაშინ როზა მეზობელ დანიაში ეს ციფრი 580-ს შეადგენს, ფინეთში 320-ს, ნორვეგიაში კი 237-ს.

იხილეთ ასევე: COVID-19-თან ბრძოლა შვედურად: წარმატებული მოდელი, თუ ახალგაზრდებისთვის მოხუცების შეწირვა?

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 382 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 450 000–ს გადააჭარბა, 3 069 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 800-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 640 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S