Accentnews.ge
მედია – ნიუ-იორკის პოლიციამ  "The Associated Press"-ის ჟურნალისტებს აქციის გაშუქების საშუალება არ მისცა

მედია – ნიუ-იორკის პოლიციამ  "The Associated Press"-ის ჟურნალისტებს აქციის გაშუქების საშუალება არ მისცა

03/06/2020 09:21:02 მსოფლიო

ნიუ-იორკის პოლიციამ "The Associated Press"-ის ჟურნალისტებს აქციის გაშუქების საშუალება არ მისცა, – იუწყება "The Associated Press".

"ჟურნალისტი რობერტ ბამსტედი და ფოტოგრაფი მეი ვონგი ნიუ –იორკში იმყოფებოდნენ. ორივე ჟურნალისტს "The Associated Press"-ის საშვები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები თან ჰქონდათ. მათ ნიუ– იორკის პოლიციამ მიმდინარე აქციის გადაღების საშუალება არ მისცა და მათი ადგილიდან გაძევა ყვირილითა და ფიზიკური ძალის გამოყენების სცადა", – წერს გამოცემა.

"ჟურნალისტებმა ინციდენტის ვიდეოზე აღბეჭდვა მოახერხეს, სადაც ნათლად ჩანს, როგორ უხსნის ჟურნალისტი პოლიციელს, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, პოლიციელი კი აცხადებს, რომ მას ეს არ აინტერესებს", – იუწყება გამოცემა.

აშშ-ში რამდენიმე დღეა, მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა და ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელისთვის მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას ითხოვენ.

ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის აქცია საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, დანიაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებშიც გაიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S