"დაუშვებელია, თვალი დავხუჭოთ რასიზმზე და თან ვამტკიცოთ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლებას ვიცავთ"
03/06/2020 09:14:33 მსოფლიო
რომის პაპმა ფრანცისკემ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას "ტრაგიკული" უწოდა.
„ძვირფასო დებო და ძმებო, დიდი შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს არეულობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ ხდება. ჩემო მეგობრები, დაუშვებელია, თვალი დავხუჭოთ რასიზმსა და გარიყულობის ნებისმიერ ფორმაზე, მათ მიმართ ტოლერანტულები ვიყოთ და თან ვამტკიცოთ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლებას ვიცავთ“, – განაცხადა რომის პაპმა.
ფრანცისკემ ასევე აღნიშნა, რომ ლოცულობს ჯორჯ ფლოიდისა და ყველა იმ ადამიანისთვის, რომლის სიცოცხლეც რასიზმის ცოდვას შეეწირა.
აშშ-ში რამდენიმე დღეა, მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა და ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელისთვის მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას ითხოვენ.
ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის აქცია საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, დანიაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებშიც გაიმართა.


