ავსტრიის ხელისუფლება სახლში, სადაც ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილებას ხსნის
03/06/2020 09:09:47 მსოფლიო
ავსტრიის ხელისუფლება სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილებას ხსნის. შენობის გადასაკეთებლად გამართულ კონკურსში ავსტრიულმა არქიტექტურულმა კომპანიამ გაიმარჯვა.
ხსენებული სახლი წლებია, ნეონაცისტების შეკრებისა და აქციების ადგილად არის ქცეული. რამდენიმეწლიანი ფიქრის შემდეგ, როგორ უნდა მოეგვარებინათ პრობლემა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ბაუნაუში მდებარე შენობაში პოლიციის განყოფილება განეთავსებინა.


