რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 5215–მდე გაიზარდა
03/06/2020 08:40:23 მსოფლიო
რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 5215–მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 178 ადამიანი დაიღუპა და 8 536 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 5 215 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 432 277 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 195 957 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 382 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 450 000–ს გადააჭარბა, 3 069 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 800-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 640 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.


