Accentnews.ge
თურქეთმა რუსეთს 1 მლრდ დოლარის ღირებულების იარაღი და საბრძოლო მასალა დაუკვეთა

თურქეთმა რუსეთს 1 მლრდ დოლარის ღირებულების იარაღი და საბრძოლო მასალა დაუკვეთა

03/06/2020 08:30:16 მსოფლიო

რუსეთი მზადაა, თურქეთს Су-35 გამანადგურებლები მიაწოდოს, - განაცხადა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი შუგაევმა.

მისივე თქმით, ამჟამად მხარეები ავიაციისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავენ.

შუგაევის ინფორმაციით, თურქეთმა უკვე დაუკვეთა რუსეთს1 მლრდ დოლარის ღირებულების იარაღი და საბრძოლო მასალაც, რითაც პირველად მოხვდა რუსული იარაღის შემძენთა პირველ ხუთეულში.

ცნობისთვის: ხუთეულში არიან ასევე ინდოეთი, ჩინეთი და ეგვიპტე. მეხუთე ქვეყანას რუსული მხარე არ ასახელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S