Accentnews.ge
საქსტატი – მაისში სურსათზე ფასები 14.7%-ით გაიზარდა

საქსტატი – მაისში სურსათზე ფასები 14.7%-ით გაიზარდა

03/06/2020 08:14:38 ეკონომიკა

2020 წლის მაისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 6.5% შეადგინა, ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საქსტატის მიხედვით, ცალკეული სამომხმარებლო ჯგუფებიდან ყველაზე მაღალი ტემპით - 14.7%-ით ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე გაიზარდა.

  • ოფიციალური სტატისტიკით, ხილი და ყურძენი 47.1%-ით გაძვირდა, რძე, ყველი და კვერცხი 24.6%-ით, თევზეული 17.1%-ით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 14.5%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო 13.9%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 13.5%-ით, ზეთი და ცხიმი 13.1%-ით, პური და პურპროდუქტები 9.2%-ით და ბოსტნეული და ბაღჩეული 2.7%-ით.

ჯანდაცვის სექტორში ფასების მატება 6.1% იყო, თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფზე 3.2%, ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ქვეჯგუფში კი ფასების მატება 8.3% იყო.

ასევე ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებში ფასების შემცირებაც დაფიქსირდა, მათ შორისაა ტრანსპორტის სექტორიც, რაც საწვავის ფასების კლებას უკავშირდება.

ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 4.6 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში შეადგინა -0.57 პროცენტული პუნქტი. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.9 პროცენტი).

რაც შეეხება ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელს, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ჯგუფებზე: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (+4.3%), საზოგადოებრივი კვება (+4.4%) და ჯანმრთელობის დაცვა (+1.3%).

2020 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, წლიური ინფლაცია 6.9% იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S