
საქართველოში შიდა ავიარეისები 15 ივნისიდან აღდგება
03/06/2020 08:01:44 ეკონომიკა
15 ივნისიდან საქართველოში პანდემიის გამო შეჩერებული შიდა ავიამიმოსვლა განახლდება.
კომპანია "Vanilla Sky"-ს ინფორმაციით, 15 ივნისიდან აღდგება შიდა რეისები თბილისი-ბათუმის, ნატახტარი-მესტიის და ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებებით. რეისების განრიგი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი აღდგება. ივლისიდან ქვეყანა უცხოელი ტურისტების მიღებას აპირებს, თუმცა, საზღვარი არ გაიხსნება იმ ქვეყნებისთვის, სადაც რთული ეპიდსიტუაციაა.