სომეხი დეპუტატი „გაზპრომთან“ დადებული „სამარცხვინო“ შეთანხმების გადახედვას ითხოვს
03/06/2020 07:45:43 მსოფლიო
სომხეთის პარლამენტის ეროვნული კრების დამოუკიდებელი დეპუტატი არმან ბაბაჯანიანი აცხადებს, რომ საჭიროა, გადაიხედოს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2013 წელს რატიფიცირებული "სამარცხვინო შეთანხმება", რომლითაც ერევანმა ვალდებულება აიღო, რომ 2043 წლამდე ბუნებრივ აირს მხოლოდ რუსეთის „გაზპრომისგან“ შეიძენს.
30-წლიანი მონოპოლიის სანაცვლოდ „გაზპრომმა“ სომხეთს ბუნებრივ აირზე ფიქსირებული ფასი მხოლოდ მომდევნო ხუთ წლის განმავლობაში შესთავაზა. ამ ვადის ამოწურვამდე კი კომპანია „გაზპრომ-არმენიამ“ სპეციალურ სამთავრობო კომისიას გაუგზავნა განაცხადი გაზზე ფასის გაზრდის მოთხოვნით. აღნიშნულ საკითხზე კომისია 4 ივნისს იმსჯელებს.
დეპუტატი არმან ბაბაჯანიანი აცხადებს, რომ ვიდრე 2013 წლის შეთანხმების გადახედვა არ მოხდება, სომხეთი „გაზის მონობაში“ იცხოვრებს.


