Accentnews.ge
პუტინმა განსაზღვრა, რა შემთხვევებში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს

პუტინმა განსაზღვრა, რა შემთხვევებში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს

03/06/2020 07:37:14 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა განკარგულება „ბირთვული შეკავების“ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ, რომელიც, რუსული მედიის ცნობით, განსაზღვრავს იმ პირობებს, როდესაც რუსეთი მის ხელთ არსებულ ბირთვული იარაღს გამოიყენებს.

ასეთი დოკუმენტი პირველად ქვეყნდება და მასში განმარტებულია, რომ რუსეთის „სახელმწიფო პოლიტიკას ბირთვული შეკავების სფეროში თავდაცვით ხასიათს“ ატარებს, ხოლო ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებს შორის სახელდება „მოწინააღმდეგის მხრიდან ბირთვული და მასობრივი განადგურების სხვა სახის იარაღის გამოყენება რუსეთის ფედერაციისა და მის მოკავშირეების წინააღმდეგ“.

გარდა ამისა, ბირთვული იარაღი მოსკოვმა შესაძლოა, გამოიყენოს ასევე რუსეთის ფედერაციის მიმართ ჩვეულებრივი შეიარაღებით განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში, თუ საფრთხე დაემუქრება სახელმწიფოს არსებობას.

ცნობისთვის: ცივი ომის პერიოდში მიღწეულმა ხელშეკრულებამ "საშუალო სიშორის ბირთვული იარაღის თაობაზე" (INF) შარშან ძალა დაკარგა. ამ შეთანხმების თანახმად, რუსეთსა და აშშ-ს სახმელეთო მოკლე და საშუალო სიშორის ბირთვული იარაღის განთავსება ეკრძალებოდათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S