Accentnews.ge
თბილისში რესტორნები და კაფეები დროებით მუნიციპალური ფართებით სარგებლობას შეძლებენ

თბილისში რესტორნები და კაფეები დროებით მუნიციპალური ფართებით სარგებლობას შეძლებენ

03/06/2020 07:12:05 ეკონომიკა

მუნიციპალურ სივრცეებში განთავსებულ ღია კაფეებს შეზღუდვების მოხსნამდე მივცემთ შესაძლებლობა, გამოიყენონ მიმდებარე დამატებითი ფართები და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც ამას ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაცია ითვალისწინებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მქონდა კონსულტაციების პრემიერ-მინისტრთან, ასევე ეკონომიკის მინისტრთან, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ პირველი ივნისიდან გაიხსნა ღია კაფეები, თუმცა არის სპეციალური წესები – მათ მაგიდებს შორის უნდა იყოს დაცული დისტანცია, რის გამოც ისინი იმ რაოდენობით მაგიდებს ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე, დროებით მივცემთ შესაძლებლობას, რომ გამოიყენონ მიმდებარე დამატებითი არსებული ფართები და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც არის მოთხოვნა, რომ დაცული იყოს ყველა ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც ისარგებლებს რესტორნით და კაფით. გეძლევათ დროებით იმის შესაძლებლობა, რომ მუნიციპალური ფართები გამოიყენოთ, გამოხვიდეთ და ისე განათავსოთ მაგიდები, რომ არ მოექცეთ მხოლოდ თქვენივე საკუთრებაში, შეგიძლიათ გაშალოთ ისე, რომ დაიცვათ სოციალური დისტანცია და მითითებები, რომელიც გაწერილია ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლში. ეს არის დროებით ღონისძიება, ვიდრე ვართ ამ რთულ ვითარებაში, რათა დაგეხმაროთ. ამას საზოგადოება კარგად გაიგებს ერთმანეთის თანადგომა და ბიზნესზე ხელშეწყობა არის მნიშვნელეოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S