სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 500–ს გადააჭარბა
03/06/2020 07:03:01 მსოფლიო
სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 500–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა და 515 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-მა 170 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 10 524 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 454 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 382 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 450 000–ს გადააჭარბა, 3 069 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 800-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 640 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.


