დღეიდან იტალია ევროპელი ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის
03/06/2020 06:34:48 მსოფლიო
დღეიდან იტალია ევროკავშირის სახელმწიფოებთან საზღვარს 3 ივნისს გახსნის და საერთაშორისო ფრენებიც სრულად აღდგება.
პანდემიის გამო ქვეყანაში აეროპორტები 14 მარტიდან დაიხურა. 4 მაისიდან რომის „Ciampino“–სა და ფლორენციის „Peretola“–ს აეროპორტები გაიხსნა.
ბოლო პერიოდში იტალიაში Covid-19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მცირდება. უკანასკნელი მონაცემებით, დაავადებამ ქვეყანაში 33 530 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 233 515 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 160 092პირი.


