Accentnews.ge
ნიუ-იორკის პოლიციამ 200-მდე დემონსტრანტი დააკავა

ნიუ-იორკის პოლიციამ 200-მდე დემონსტრანტი დააკავა

03/06/2020 06:23:28 მსოფლიო

ნიუ-იორკის პოლიციამ წუხელ საპროტესტო აქციის 200-მდე მონაწილე დააკავა, – იუწყება CNN.

მისივე ცნობით, დღეს ქალაქში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, თუმცა წუხელ მოროდიორობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც გამოცემა იუწყება, არსებობდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების რისკიც, ვინაიდან აქციის მონაწილეები ბრუკლინ-მანჰეტენის დამაკავშირებელი ხიდის გადაკვეთას აპირებდნენ, ხიდი კი მანჰეტენის მხრიდან პოლიციას ჰქონდა ჩაკეტილი. თუმცა, სამართალდამცავებმა მსვლელობის მონაწილეებს ხიდზე გავლის საშუალება მისცეს და არავინ დაუკავებიათ.

აშშ-ში რამდენიმე დღეა, მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა და ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელისთვის მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას ითხოვენ.

ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის აქცია საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, დანიაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებშიც გაიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S