პარიზში პოლიციამ ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
03/06/2020 06:18:54 მსოფლიო
პარიზში ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ფრანგმა დემონსტრანტებმა 2016 წელს პოლიციის მიერ დაკავების დროს დაღუპული საფრანგეთის მოქალაქეც გაიხსენეს. აქტივისტებმა დააზიანეს ინფრასტრუქტურა და ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს, პარიზის პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საფრანგეთის მსგავსად რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, დანიაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებშიც გაიმართა.
აშშ-ში რამდენიმე დღეა, მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა და ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელისთვის მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას ითხოვენ.


