Accentnews.ge
ჰიუსტონის პოლიციის უფროსი – ტრამპს: „ეს არ არის ჰოლივუდი, ეს რეალური ცხოვრებაა!“

ჰიუსტონის პოლიციის უფროსი – ტრამპს: „ეს არ არის ჰოლივუდი, ეს რეალური ცხოვრებაა!“

02/06/2020 13:23:04 მსოფლიო

ჰიუსტონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არტ ავეკადომ ქვეყნის პრეზიდენტს ურჩია, კონსტრუქციულად ისაუბროს ან ნურაფერს იტყვის.

„მინდა, ამერიკის პრეზიდენტს ამ ქვეყნის პოლიციის ხელმძღვანელების სახელით ვუთხრა, – თუ რაიმე კონსტრუქციულის თქმა არ შეგიძლიათ, საერთოდ ნურაფერს იტყვით“, – განაცხადა ჰიუსტონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა CNN–ის ეთერში და განმარტა, რომ პრეზიდენტის სიტყვები ახალგაზრდების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს:

„ეს არ არის ჰოლივუდი, ეს რეალური ცხოვრებაა!“.

ამასთან, მან მოქალაქეებს მიმართა, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ, პოლიტიკური არჩევანი კი საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S