Accentnews.ge
იტალიაში რესპუბლიკის დღე სამხედრო აღლუმის გარეშე აღნიშნეს

იტალიაში რესპუბლიკის დღე სამხედრო აღლუმის გარეშე აღნიშნეს

02/06/2020 13:19:27 მსოფლიო

იტალიელები ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ. პანდემიის გამო რიგით 74-ე რესპუბლიკის დღემ წელს მასშტაბური სამხედრო აღლუმის გარეშე ჩაიარა.

რომში უცნობი ჯარისკაცის საფლავს იტალიის ავიაძალების დანაყოფმა გადაუფრინა და ჰაერში ქვეყნის სახელმწიფო დროშა გამოსახა. საფლავი გვირგვინით შეამკეს იტალიის ლიდერებმაც. ცერემონიაში პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის თავმჯდომარე მონაწილეობდნენ. რომიდან სერჯიო მატარელა ქალაქ კოდონიოში გაემგზავრა, სადაც თებერვალში იტალიაში Covid-19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. პრეზიდენტი ადგილობრივ სასაფლაოზე იმყოფებოდა და პანდემიის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი.

იტალიას რესპუბლიკის დღე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანმაც მიულოცა:

"გულითადი მილოცვა იტალიას რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით! იტალიის ხალხს ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას! საქართველო მოუთმენლად ელის ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის გაძლიერებას!".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S