Accentnews.ge
„დიდუბის ავტოვაგზლის“ გენდირექტორი განმარტავს, რამდენით გაძვირდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება

„დიდუბის ავტოვაგზლის“ გენდირექტორი განმარტავს, რამდენით გაძვირდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება

02/06/2020 11:49:43 საზოგადოება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ძვირდება, თუმცა, როგორც „დიდუბის ავტოვაგზლის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო გელაშვილმა „აქცენტს“ განუცხადა, მგზავრობის ფასი მცირედით მოიმატებს.

„ჩვენ ფასი გამოგვყავს კილომეტრაჟობით: ამჟამად 1 კილომეტრი მრავლდება 6 თეთრზე და 6 თეთრზე გამრავლებული კილომეტრის შესაბამისი იქნება ფასი. ანუ დაახლოებით, ასეთი იქნება მდგომარეობა: თუ თბილისი-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ფასი 12–13 ლარი იყო, ახლა 15 ლარი გახდება. რაღაცა მიზერული მოემატება. თუმცა ჯერ–ჯერობით ველოდებით საბოლოო რეგულაციებს, რომელიც 2 დღეში გახდება ცნობილი. უკვე ამის შემდეგ დაზუსტებით გვეცოდინება მიმართულებებზე ფასები. თუ ამ რეგულაციების მიხედვით, ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა განახევრდა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფასი გაორმაგდება“, – განუცხადა „აქცენტს“ ნატო გელაშვილმა.

მისივე თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც ის რეკომენდაციები გავრცელდება, რაც ამჟამად მუნიციპალურ ტრანსპორტს ეხება:

„ეს რეკომენდაციებია მგზავრთა მიერ პირბადეების ტარება და სატრანსპორტო საშუალებაში ღია ფანჯრები“.

შეგახსენებთ, რომ დღეს მძღოლთა ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა მნიშვნელოვნად ძვირდება.

ცნობისთვის: პანდემიის გამო საქართველოში საქალაქთაშორისო მოძრაობა 24 მარტიდან აიკრძალა. 8 ივნისიდან კი იგი სრულად აღდგება.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 796-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 634 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S