საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა მნიშვნელოვნად ძვირდება
02/06/2020 08:41:04 საზოგადოება
საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება დაახლოებით, 2,5-ჯერ ძვირდება. მიზეზად მძღოლები სოციალურ დისტანციას ასახელებენ. მათი თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ნაკლები მგზავრის გადაყვანა უწევთ.
„ადრე სამარშრუტო ტაქსი სრულად ივსებოდა და 22 ადამიანი გადაგვყავდა. ახლა მხოლოდ რამდენიმე მგზავრის გადაყვანა მოგვიწევს და შესაბამისად, ფასიც იზრდება. ადრე იხდიდა ადამიანი 8 ლარს, ახლა იხდის 50 ლარს!“, - განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ერთ-ერთმა მძღოლმა.
ცნობისთვის: კერძო ავტომანქანებით საქალაქთაშორისო გადაადგილება შესაძლებელია, 8 ივნისიდან კი საქალაქთაშორისო მოძრაობა სრულად აღდგება.


