
საარსებო მინიმუმი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა
14/06/2019 09:25:33 სხვა, საზოგადოება
საქსტატის მონაცემებით, მაისში საქართველოში საარსებო მინიმუმი ამ სტატისტიკის წარმოების ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებლამდე 190.1 ლარამდე გაიზარდა. საარსებო მინიმუმის ზრდა ირიბად ქვეყანაში ცხოვრების ღირებულების ზრდაზე მიანიშნებს.
საარსებო მინიმუმი 10 ლარზე ნაკლებად დაუახლოვდა საქართველოში დადგენილ 200-ლარიან საბაზო პენსიას, რომელსაც ასაკით პენსიონერები იღებენ.
საარსებოს მინიმუმი ცალკეული კატეგორიების მიხედვით ასეთია:
შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 190.1 ლარი;
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 168.4 ლარი;
საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი - 318.9 ლარი;
ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 269.4 ლარი;
სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 303.1 ლარი;
ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 336.8 ლარი;
ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 378.9 ლარი;
ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 448 ლარი.