Accentnews.ge
სამხრეთ კორეაში ეკლესიის ახალი ე.წ. კლასტერი გაჩნდა

სამხრეთ კორეაში ეკლესიის ახალი ე.წ. კლასტერი გაჩნდა

02/06/2020 11:06:25 მსოფლიო

სამხრეთ კორეაში ეკლესიის ახალი ე.წ. კლასტერი გაჩნდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში Covid-19–ით 1 ადამიანი გარდაიცვალა და 38 დაინფიცირდა. უწყების ცნობით, 38 ინფიცირებულიდან 36 ეკლესიის ე.წ. კლასტერს უკავშირდება.

"ინჩეონში მდებარე მცირე ზომის ტაძარში მსახურებას 45 ადამიანი ესწრებოდა. დაავადება ადვილად გავრცელდა მრევლის წევრებზე, რადგან ისინი პირბადეების გარეშე ლოცულობდნენ და ასრულებდნენ ჰიმნს", – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ იანგ–რაიმ.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის სამხრეთ კორეაში გავრცელებას ეკლესიის ე.წ. კლასტერს უკავშირებენ. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით,ქვეყანაში Covid-19–მა 272 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 11 541 შემთხვევა. სამხრეთი კორეა Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, სადაც პანდემიის ადრეულ ეტაპზევე შემოიღეს საკარანტინო ზომები და სოციალური დისტანცირების რეჟიმი. მას შემდეგ, რაც ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი კონტროლს დაექვემდებარა, სამხრეთმა კორეამ საკარანტინო ზომების ეტაპობრივი გაუქმება დაიწყო.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 377 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 370 000–ს გადააჭარბა, 2 905 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 796-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 634 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S