Accentnews.ge
ბრიტანეთი და კანადა „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნებას მხარს არ უჭერენ

ბრიტანეთი და კანადა „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნებას მხარს არ უჭერენ

02/06/2020 08:28:27 მსოფლიო

ბრიტანეთი და კანადა „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნებას მხარს არ უჭერენ. ლონდონში მიიჩნევენ, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტს, როგორც მომავალი სამიტის მასპინძელს, სურს რომელიმე ქვეყნის ლიდერის სტუმრის სტატუსით მიწვევა, ეს მისი გადასაწყვეტია. ხოლო კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ "რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევას განაგრძობს და რის გამოც მოსკოვი გაერთიანების მიღმა უნდა დარჩეს".

ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 7 წამყვანი სახელმწიფოს გაერთიანების ფორმატი ["დიდი შვიდეული"] მოძველდა და მასში უნდა მიიღონ სხვა ქვეყნებიც, მაგალითად, რუსეთი და ინდოეთი. "დიდი შვიდეულის" ლიდერთა სამიტი აშშ-ში ივნისში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო იგი სექტემბრამდე გადაიდო. გუშინ დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომავალ სამიტზე ტელეფონით ისაუბრეს.

"დიდი შვიდეულის" ქვეყნებია: აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, კანადა და იაპონია. 2014 წლამდე გაერთიანებაში რუსეთიც იყო. თუმცა ყირიმის ანექსიის შემდეგ იგი "დიდი შვიდეულიდან" გარიცხეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S