Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში ეპიდსიტუაცია თანდათან უარესდება

საქართველოს სამეზობლოში ეპიდსიტუაცია თანდათან უარესდება

02/06/2020 07:57:08 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში ეპიდსიტუაცია თანდათან უარესდება. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთში დაინფიცირდა და დაიღუპა.

ბოლო პერიოდში რუსეთში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებლი 8 000–დან 10 000–მდე მერყევობს. რაც შეეხება დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობას, ბოლო დღეების განმავლობაში დაღუპულთა დღიური მაჩვენებელი იზრდება.

Covid-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა სომხეთში. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში ვირუსმა 19 ადამიანი იმსხვერპლა და დაავადების 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ბოლო პერიოდში ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაიზარდა. თურქეთში კი, ბოლო 2 კვირაა, ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად მცირდება.

  • თურქეთი: 164 769 ინფიცირებული, 4 563 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 5 662 ინფიცირებული, 68 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 10 009 ინფიცირებული, 158 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 423 741 ინფიცირებული, 5 037 გარდაცვლილი

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 377 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 370 000–ს გადააჭარბა, 2 905 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 796-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 634 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S