რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5000–ს გადააჭარბა
02/06/2020 07:40:22 მსოფლიო
რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5000–ს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 182 ადამიანი დაიღუპა და 8 863 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 5 037 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 423 741შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 186 985 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 377 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 370 000–ს გადააჭარბა, 2 905 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 796-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 634 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


