ბოლო 24 საათში Covid-19-ით სომხეთში თითქმის 3–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში
02/06/2020 07:09:27 მსოფლიო
ბოლო 24 საათში Covid-19-ით სომხეთში თითქმის 3–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში. დღე–ღამის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსი 517 ადამიანს დაუდგინდა, იტალიაში კი – 178 პირს.
ამასთან, ბოლო 24 საათში სომხეთში დაავადებით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-მა 158 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 10 009 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 427 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 377 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 370 000–ს გადააჭარბა, 2 905 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 796-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 634 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


