აშშ–ში ბოლო 24 საათში COVID-19–ის 21 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
02/06/2020 06:36:19 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობში კორონავირუსის 21 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას CNN ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 784 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსით 1 811 172 ადამიანი დაინფიცირდა და 105 167 გარდაიცვალა.


