Accentnews.ge
აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი დაიღუპა

02/06/2020 06:32:43 მსოფლიო

აშშ-ში, ჩიკაგოს ქალაქ სისეროში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა დახმარებისთვის ილინოისის შტატის პოლიციას მიმართეს, ვინაიდან დემონსტრანტების ნაწილმა მაღაზიებში შეჭრა და ძარცვა დაიწყეს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ქალაქში 60-მდე პირი დააკავეს.

ამასთან, BBC–ს ინფორმაციით, აშშ-ის ქალაქ სენტ-ლუისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ოთხი პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

დაკავებისას აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ აშშ-ის ქალაქებს საპროტესტო ტალღამ გადაუარა. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც დაკავებისას ფლოიდს კისერზე ფეხი დააჭირა, გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დაადანაშაულეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S