BBC: სამედიცინო ექსპერტიზამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფლოიდი მოკლულია
02/06/2020 05:42:08 მსოფლიო
მინესოტის სამედიცინო ექსპერტიზამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯორჯ ფლოიდი მოკლულია, - იუწყება BBC.
ექსპერტიზის თანახმად, აფროამერიკელი მამაკაცის გარდაცვალება გულის გაჩერებამ გამოიწვია. კერძოდ, ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სიკვდილი გამოიწვია „კისრის არეში დაწოლამ“.
აღნიშნული დასკვნის გამოქვეყნებამდე ფორჯ ფლოიდის ოჯახმა მათ მიერ დაქირავებული სამედიცინო ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, 46 წლის ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა, რაც კისრისა და ზურგის არეში განხორციელებულმა დაწოლამ გამოიწვია.
სამედიცინო ექსპერტის ოფიციალურ დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ფლოიდს ჰქონდა გულის დაავადებები, მათ შორის, „ათეროსკლეროზული და ჰიპერტონიული დაავადებები“ და ასევე, გამოვლინდა ინტოქსიკაცია ფენტანილისა და მეტამფეტამინის გამოყენებით.
დაკავებისას აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ აშშ-ის ქალაქებს საპროტესტო ტალღამ გადაუარა. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც დაკავებისას ფლოიდს კისერზე ფეხი დააჭირა, გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დაადანაშაულეს.


